სომხეთი

ფაშინიანი: თუ კონსტიტუციას არ შევცვლით, იქნება ომი

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის ამჟამინდელი კონსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეფუძნება რესპუბლიკისთვის ფატალურ რისკებს შეიცავს.

საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში სომხეთის პირველმა პირმა მთავრობას დამოუკიდებლობის დეკლარაციის გადახედვისკენ მოუწოდა.

"უნდა ვიხელმძღვანელოთ თუ არა სომხეთისა და ყარაბაღის გაერთიანების შესახებ შექმნილი დოკუმენტით, რომელიც მთიანი ყარაბაღის ეროვნულმა ყრილობამ და სომხეთის უმაღლესმა საბჭომ შეადგინა? ეს პოლიტიკური არჩევანის საკითხია. თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მშვიდობას ვერ მივაღწევთ. გარდა ამისა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენთან ახლა ომი დაიწყება". – თქვა ფაშინიანმა.

ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთის კონსტიტუციიდან ყარაბაღის საკითხის ამოღება მშვიდობის დამყარების აუცილებელი პირობაა.

ამჟამინდელ კონსტიტუციაში არის პუნქტი ე.წ. მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის გაერთიანების შესახებ.

კომენტარები