ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე

პროკურატურა თბილისში ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

საქართველოს პროკურატურა / Facebook

პროკურატურა თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.

"საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას აქტიურად აგრძელებს და თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები