აშშ

აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელმაც მამას თავი მოკვეთა და რევოლუციურ მოწოდებებს ავრცელებდა

telegraph.co.uk

პენსილვანიელი ჯასტინ მონი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილია, მან მამას საკუთარ სახლში თავი მოკვეთა. ამავდროულად, ჯასტინ მონი სოციალურ ქსელებში წლების მანძილზე აქტიურად ავრცელებდა ანტისამთავრობო რევოლუციურ და ძალადობრივ მოწოდებებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამის ცხედარი პირველად ჯასტინის ცოლმა აბაზანაში იპოვა. პოლიციას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სწორედ ცოლმა შეატყობინა. მან ასევე სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკარგული მათი საერთო შვილი და თეთრი მანქანა Toyota Corolla. 

როდესაც სახლში პოლიცია მივიდა ჯასტინ მონი შეიარაღებული იყო. პოლიციის ინფორმაციით, ჯასტინ მონის Youtube-ზე განთავსებულ 14 წუთიან ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იღებს მამამისის მოკვეთილ თავს და მის სახელს ახსენებს. ვიდეოში ჯასტინი მამაზე ამბობს, რომ ის 20 წლის მანძილზე ფედერალური მთავრობას ემსახურებოდა და ამის გამო ის მოღალატე იყო. ის ვიდეოში ასევე საუბრობდა ამერიკის მთავრობაზე, Black Lives Matter-ის მოძრაობაზე, უკრაინის ომზე და მიგრანტებზე. აღნიშნული ვიდეო ქსელიდან აღებულია, რადგან არღვევდა Youtube-ის პოლიტიკას ძალადობის შემცველი კადრების გავრცელებაზე. 

2020 წელს ჯასტინ მონმა პამფლეტი დაწერა, სადაც ამტკიცებდა, რომ 1991 წლის შემდეგ დაბადებულმა ხალხმა დიდი სისხლიანი რევოლუცია უნდა მოაწყოს. ის ხალხს მოუწოდებდა მიზნის მისაღწევად საჯარო პირების და პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მკვლელობისკენ.

კომენტარები