რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელი თებერვლის ღამით რუსეთს 11 უკრაინული დრონი დაესხა თავს.

"დღეს შევაჩერეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მიეტანა. მორიგე საჰაერო თავდაცვამ გზა გადაუჭრა და გაანადგურა უკრაინული დრონები ბელგოროდის ოლქის თავზე (ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი) და კურსკის ოლქში. (ერთი უპილოტო საფრენი აპარატი)". - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამინისტროში.

მოგვიანებით ამავე უწყებამ დამატებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის ძალებმა 4 დრონი ბელგოროდში, ხოლო 2 - ვორონეჟში გაანადგურეს. 

კომენტარები