საქართველოს მთავრობა

სააკაშვილი: კობახიძის დანიშვნა ოლიგარქისგან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია

ირაკლი კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია. მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი რიგითი ქართველისთვის საერთოდ არაფერს ცვლის. დედები შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად უთანასწორო ბრძოლას ისევ გააგრძელებენ. სტუდენტები მიღებული პროფესიის მიხედვით ისევ ვერ დასაქმდებიან. ბებიებისა და ბაბუებისთვის ერთადერთ გულისგამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისა და შვილიშვილებისგან.

ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ.

ასე გამოეხმაურა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. 29 იანვარს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ის ქართული ოცნების თავმჯდომარე ხდება.

მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. 

კომენტარები