დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

სამი ამერიკელი ჯარისკაცი იორდანიაში დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა – 25 დაიჭრა

აშშ-ს ჯარისკაცები სირიაში, 2021
Delil Souleiman/AFP via Getty Images

ამერიკული გამოცემა CNN-ის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა მათთან საუბრისას განაცხადეს, რომ იორდანიაში აშშ-ს ბაზაზე დრონებით მიტანილ იერიშს სამი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25 მათგანი კი დაიჭრა.

7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცი მტრის ცეცხლს ემსხვერპლა.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, "28 იანვარს დრონებით ცალმხრივი თავდასხმის შედეგად, რომელის იორდანიაში, სირიის მახლობლად, ბაზაზე მოხდა, სამი აშშ-ს სამხედრო მოსამსახურე მოკლეს, ხოლო 25 - დაიჭრა".

დაღუპულთა ოჯახებისადმი პატივისცემის გამო, მოკლული ჯარისკაცების ვინაობა შემდეგი 24 საათის განმავლობაში არ გასაჯაროვდება.

მომხდარს თეთრი სახლიც გამოეხმაურა. აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და გლოვაში უერთდება. ბაიდენის თქმით, თავდასხმის შესახებ ფაქტების შეგროვება მიმდინარეობს, თუმცა, ცნობილია, რომ იერიში ირანის მიერ მხარდაჭერილმა რადიკალურმა დაჯგუფებებმა მიიტანეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ.

კომენტარები