არჩევნები 2024

ბუჩუკური: ოცნება არჩევნებამდე ამზადებს პროვოკაციებს, მათ შორის, Deepfake-ებს

ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ ქართული ოცნება ამზადებდა და ამზადებს პროვოკაციებს, ძალის დემონსტრირებას, დეზინფორმაციას, ე.წ. Deepfake-ებს. ეს ინფორმაცია ჩვენამდე თავად მათივე პარტიიდან და მათ მიერვე კონტროლირებადი მედიებიდან ჟონავს. არჩევნებამდე მსგავსი ტიპის პროვოკაციებს ყველა უნდა ველოდოთ. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერისთვის მზად ვართ.

თქვა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები