რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ჩამოვარდნილი Ил-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა

ჩამოვარდნილი Ил-76-ის აფეთქება
BAZA

რუსეთის თავადცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი Ил-76-ის ბორტზე იმყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ. 

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მთლიანობაში თვითმფრინავში 74 ადამიანი იმყოფებოდა.

"მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00-ზე დაგეგმილი ფრენის შესრულების დროს ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი Ил-76. ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვე სამხედრო მოსამსახურე, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 გამცილებელი". – საუბარია რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

პარალელურად, უკრაინულ მედიასთან საუბარში უკრაინის შეიარაღებული ძალები ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავს С-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა. ასევე, რბკ-უკრაინას ცნობით, მათთან სამხედრო წყარომ თქვა, რომ თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო. უკრაინულ მედიებში მასალის გამოქვეყნებიდან მცირე ხნის შემდეგ წყაროს ცნობა, რომ თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს, ამოიღეს. 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე, რუსული მხარე ირწმუნებოდა, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ უკრაინული დრონის თავდასხმა მოიგერია.

კომენტარები