რუსეთი

რუსული სამთავრობო მედია: რუსეთმა სახმელეთო ბირთვული აფეთქების ახალი სიმულატორი შექმნა

რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკის აკადემიაში სახმელეთო ბირთვული აფეთქების ახალი სიმულატორი შექმნეს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა ავრცელებს.

გამოცემა TASS-ის მიერ მოპოვებულ ანგარიშში წერია, რომ ახალი სიმულატორი რუსეთის სახმელეთო ძალებს ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარის პირობებში საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადებაში დაეხმარება.

"ამ მოდელის დანიშნულებაა, წარმოადგინოს თვალსაჩინო ვიზუალური თავისებურებები - დარტყმის ეფექტი, სინათლის გამოსხივება და სახმელეთო ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილი სოკოს ფორმის ღრუბელი". – წერია TASS-ის მიერ მოპოვებულ ანგარიშში.

2023 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გამოცდების აკრძალვის შეთანხმების გაუქმებას. 

მას შემდეგ, რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალქსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღი წარმატებით განთავსდა.

კომენტარები