ავტოსაგზაო შემთხვევა

ოზურგეთში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - დაღუპულია 67 წლის ქალი

Tabula

ოზურგეთში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, რომელიც კლინიკაში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოცემა ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული 67 წლის მასწავლებელია - ქალი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

კომენტარები