რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინამ ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზაზე დრონით იერიში მიიტანა

უკრაინამ ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა. ინფორმაციას ბრიანსკის ოლქის ადმინისტრაციის მეთაური ალექსანდრ ბოგომაზი ავრცელებს.

ბოგომაზის თქმით საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ჩამოგდებამდე უპილოტო საფრენმა აპარატმა ჭურვის ჩამოგდება მოასწრო.

"უკრაინელ ტერორისტებს ქალაქ კლინცში მდებარე ობიექტებზე, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის მცდელობა ჰქონდათ. დრონი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩამოაგდეს. პირველადი ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. ამ წუთისთვის ადგილზე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ". – წერს ბოგომაზი Telegram-ში.

ბოლო 48 საათში ეს რიგით მე-2 იერიშია, რომელიც უკრაინამ რუსეთის ნავთობის ბაზებზე მიიტანა. 18 იანვარს, უკრაინული სადაზვერვო სამსახურის ცნობით დრონებით დაიბომბა სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობის ტერმინალი.

კომენტარები