რუსეთი

პროკურორი იგორ გირკინისთვის 5 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო პროკურორმა მოსკოვის სასამართლოს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ულტრანაციონალისტის, იგორ გირკინისთვის (სტრელკოვი)  5 წლამდე პატიმრობის შეფარდების თხოვნით მიმართა. 

პროკურორი გირკინს ბრალს ექსტრემიზმისკენ მოწოდებაში დებს ბრალს. გირკინი ბრალს უარყოფს. მოსამართლემ განაჩენი 25 იანვარს უნდა გამოიტანოს. რუსი ნაციონალისტი 2023 წლის 21 ივლისს დააკავეს. 

2023 წლის აგვისტოში, იგორ გირკინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, ხოლო 25 დეკემბერს საინიციატივო ჯგუფმა მხარი დაუჭირა გირკინის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად წამოყენებას.

გირკინის საინიციატივო ჯგუფმა შეაგროვა 556 ხელმოწერა. საჭირო იყო, სულ მცირე, 500. თუმცა ხელმოწერები ჯერჯერობით ნოტარიუსს არ დაუმოწმებია, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნაწილია.

2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ იგორ გირკინს სამუდამო პატიმრობა, მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა. რეისი MH17-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები