ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტების ლიდერი მოკლეს

ისრაელის დრონის იერიშის შედეგი დასავლეთ სანაპიროზე, 2024 წლის 17 იანვარი.  
Zain JAAFAR / AFP

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ მათ დასავლეთ სანაპიროზე, ბალათას ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე დრონის გამოყენებით მიიტანეს იერიში, რომლის სამიზნეც ამ რეგიონში ტერორისტების ლიდერი, რომელიც ახლო მომავალში თავდასხმებს გეგმავდა.

IDF-ის ცნობით, ეს პირი იყო აბდალა აბუ შალალი და მის მოსაკლავად სამხედროებმა და უშიშროების ორგანი შინ ბეთის წარმომადგენლებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს.

სამხედრო ორგანოს ინფორმაციით, აბუ შალალი პასუხისმგებელი იყო ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარ თავდასხმებზე, მათ შორის ის იდგა იერუსალიმში, შიმონ ჰაცადიკის რაიონში ცეცხლის გახსნის უკან, რის შედეგადაც ორი ისრაელელი დაშავდა. ამას გარდა, მისი დაგეგმილი იყო ბომბის აფეთქება, რის გამოც სამხედრო დაიჭრა.

IDF-ში ამბობენ, რომ აბუ შალალის მანქანაში აღმოაჩინეს შეიარაღება. უცნობია მისი ტერორისტული მცირე ჯგუფის სხვა წევრების ვინაობა. როგორც ისრაელის არმია ირწმუნება, აბუ შალალი დაფინანსებასა და ინსტრუქციებს ირანისგან და ღაზის სექტორში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებებისგან იღებდა.

პალესტინელების ინფორმაციით, ისრაელის იერიშს ემსხვერპლა სამი ადამიანი. სამიზნე იყო მანქანა, რომელშიც აბუ შალალი იჯდა. IDF-მა დარტყმის ჩანაწერიც გამოაქვეყნა.

კომენტარები