საიმონ სიბეგ მონტეფიორე

"ახალგაზრდა სტალინის" ავტორი მონტეფიორე თბილისში იმყოფება, მწერალი ეკრანიზაციაზე მუშაობს

საიმონ სიბეგ მონტეფიორე
Befunky

წიგნის "ახალგაზრდა სტალინი" ავტორი საიმონ სებაგ მონტეფიორე თბილისში იმყოფება. ინფორმაციას თავად მწერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მონტეფიორე Instagram-ის "სთორიში" წერს, საქართველოში მისი წიგნის ეკრანიზაცაზე სამუშაოდ იმყოფება. კონკრეტულად ვინ იღებს ფილმს უცნობია, თუმცა წიგნ ახალგაზრდა სტალინის საავტორო უფლებები ამერიკულ კინოკომპანია Miramax-ს აქვს შეძენილი.

"თბილისში ვარ ფილმ ახალგაზრდა სტალინზე სამუშაოდ". – წერს მონტეფიორე სოციალურ ქსელში.

საიმონ სებაგ მონტეფიორე ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და ისტორიკოსია. 1990-იან წლებში, როგორც ჟურნალისტი, მოგზაურობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. არის ავტორი წიგნებისა ეკატერინე დიდი და პოტიომკინი, სტალინი: წითელი მეფის კარი, ახალგაზრდა სტალინი, საშენკა.

 

კომენტარები