აზერბაიჯანი

დადასტურდა საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი – საგარეო ბაქოში მომხდარ ხანძარზე

ხანძარი ბაქოში
Ukr.net

ბაქოში, ხანძარში დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ტაბულას ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

"დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან". – უთხრეს ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 24 ადამიანი. 

კომენტარები