აზერბაიჯანი

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანია დაღუპული

ხანძარი ბაქოში
Ukr.net

15 იანვრის დილას, ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ბოლო მონაცემებით აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია, სულ მცირე, 24 ადამიანი.

აფეთქების ადგილას მივიდნენ მაშველები, სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარების ათობით მანქანა, ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.

აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. საქმეს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა იძიებს.

კომენტარები