რუმინეთი-უკრაინა

რუმინელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილებისთვის გზა გადაკეტეს

რუმინელმა ფერმერებმა რუმინეთ-უკრაინის საზღვართან უკრაინული სატვირთო ავტომობილებისთვის გზა გადაკეტეს. 

ფერმერები მთავრობისგან ითხოვენ დახმარებას, მათ შორის, სუბსიდიის სახით, რათა კონკურენცია გაუწიონ უკრაინიდან ევროკავშირში შესულ პროდუქციას. ბლოკირება არ შეეხო ავტომობილებსა და ავტობუსებს. 

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუმინეთი ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა უკრაინული პროდუქციისთვის. მისი როლი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინულ სასოფლო პროდუქციის იმპორტზე ემბარგო დააწესა, ასევე მას შემდეგ, რაც უკრაინა-პოლონეთის საზღვრის რამდენიმე გამშვები პუნქტი დაიბლოკა.

კომენტარები