ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მანქანის მძღოლი დაიღუპა. ტაბულას ინფორმაციით, მანქანა ერთ-ერთ კონსტრუქციას შეეჯახა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.