რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა

სტეფან სეჟურნე / X

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სტეფან სეჟურნე კიევში 13 იანვარს დილით ჩავიდა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, სეჟურნე უკრაინაში ჩავიდა "საფრანგეთის დიპლომატიური ძალისხმევის გასაგრძელებლად და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ერთგულება მისი მოკავშირეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ".

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

თავად სეჟურნემ X-ზე დაწერა, რომ უკრაინა თითქმის ორი წელია "იცავს თავის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას".

"საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანია. ეს არის ის, რაც მე ვთქვი ჩემი პირველი ვიზიტის დროს კიევში". - აღნიშნა მან. 

კომენტარები