ნუცა ბუზალაძე

საქართველოს ევროვიზიაზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს

ნუცა ბუზალაძე
Sputnik

საქართველოს სახელით 2024 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე ნუცა ბუზალაძე იმღერებს.

ბუზალაძეს არაერთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ მუსიკალურ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. სიმღერა 5 წლის ასაკში ანსამბლ მართვეში დაიწყო. არის ნიჭიერის და ცეკვავენ ვარსკვლავების ნახევარფინალისტი. 2020-2021 წლებში გახდა რუსული კონკურსის Ну-ка, все вместе ფინალისტი. 2023 წელს მოხვდა American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეში, შოუს ფინალში იმღერა ავსტრალიელ პოპ დივასთან, კაილი მინოუგთან ერთად. 

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.

2023 წელს საქართველო ევროვიზიაზე ირუ ხეჩანოვმა (Iru) წარადგინა. მომღერალი კონკურსს ნახევარფინალში გამოეთიშა.

საქართველო კონკურსის მოგებას მეთექვსმეტედ ეცდება. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.

კომენტარები