საფრანგეთი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე გახდა

სტეფან სეჟურნე
AP

საფრანგეთის საგარეო მინისტრი პარტია აღორძინების წევრი სტეფან სეჟურნე გახდა. მან პოსტზე ჩაანაცვლა კატრინ კოლონი, რომელიც თანამდებობას 2022 წლის მაისიდან იკავებდა.

სეჟურნე ემანუელ მაკრონის ახლო მოკავშირეა, რომელიც აქტიურად ჩართული იყო 2017 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. 2019 წელს გახდა ევროპარლამენტარი, 2021-2024 წლებში ევროკავშირის პარლამენტში იყო პარტია Renew Europe-ის ლიდერი. 2022 წელს გახდა საფრანგეთის მმართველი პარტიის, რენესანსის გენერალური მდივანი.

სეჟურნე და საფრანგეთის მოქმედი პრემიერმინისტრი გაბრიელ ატალი სამოქალაქო პარტნიორები იყვნენ, წყვილის ურთიერთობა 2023 წელს დასრულდა.

მაკრონის გადაწყვეტილებით საფრანგეთში მინისტრთა კაბინეტი შეიცვალა, 8 იანვარს პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა ელიზაბეთ ბორნმა. მთავრობის ახალი მეთაური გაბრიელ ატალი გახდა.

კომენტარები