საფრანგეთი

გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა

გაბრიელ ატალი

34 წლის გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა.

ატალი, რომელიც აქამდე განათლების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 იანვარს ახალ თანამდებობაზე დანიშნა. 

გაბრიელ ატალი იქნება საფრანგეთის არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა, არამედ პირველი გეი პრემიერმინისტრი, რომელიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას საჯაროდ აღიარებს. 

აქამდე, გასულ დღეს პრემიერმინისტრის პოზიცია დატოვა ელიზაბეთ ბორნიმ.

ატალი ევროპის პარლამენტის მნიშვნელოვან არჩევნებში, რომელიც ივნისში ჩატარდება, საფრანგეთის მთავრობას უხელმძღვანელებს. 

განათლების მინისტრობამდე  ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი და სოციალისტების პარტიის წევრი იყო. 2017 წელს ის პარლამენტარი გახდა.

მაკრონმა ატალის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო ევროპის პარლამენტის არჩევნების წინ, სადაც ის მეორე მანდატის მოპოვებას შეეცდება. ახალგაზრდა პოლიტიკოსი ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით საკმაოდ პოპულარულია.  თუმცა, როგორც მედიები აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას ვერ მოიტანს პენსიებისა და ემიგრაციის არაპოპულარული რეფორმების ფონზე, თუმცა ესაა ნიშანი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის ივნისის არჩევნებისთვის საკუთარი ცენტრისტული პარტიის შანსების გაზრდას ცდილობს.

გამოკითხვების მიხედვით, ატალი მაკრონის მთავრობაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, თუმცა მისი მხარდაჭერა იგივე დონეზეა, რა დონეზეც მაკრონის მთავარი ოპონენტის, ნაციონალისტი მარინ ლე პენისა და მისი ახალგაზრდა კოლეგის, ჟორდან ბარდელასი. 

BBC-ის შეფასებით, ატალი დარჩება იმ პრობლემების წინაშე, რომლებთან დაპირისპირებას მისი წინამორბედი პრემიერმინისტრი ცდილობდა. მისთვის ეს პრობლემები იქნება: მემარჯვენე ოპოზიცია, რომლის პოპულარობაც იმატებს და შესაძლოა ივნისში ევროპის პარლამენტის არჩევნები მარტივად მოიგონ; ეროვნული ასამბლეა, რომელშიც მთავრობას უმრავლესობა არ ექება და კანონების მიღება გაუჭირდებათ და პრეზიდენტი, რომელიც ვერ განმარტავს, თუ ევროპარლამენტში რა იქნება მისი მეორე ვადის მიზანი.
 
 

კომენტარები