რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვზე რუსეთის თავდასხმისას დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ საავადმყოფო დატოვა

ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგი

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის დროს დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ ხარკოვის საავადმყოფო უკვე დატოვა - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურდა.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ მცირედი დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც მას პირველადი დახმარება ქალაქის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო.

კომენტარები