რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა

ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგი

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის თურქული მედიის წარმომადგენლები. მაშველების თქმით, დაზიანებულია სასტუმროს სამსართულიანი შენობა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები.

სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი 20 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

უცნობია თუ რამდენად მძიმეა საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კომენტარები