თბილისის მერია

თბილისის ზოგიერთ უბანში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო – მერია

თბილისის მერია 

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო.

"დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.

შპს თბილსერვის ჯგუფი, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს" - წერია თბილისის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ცნობით, თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

კომენტარები