აშშ

პენტაგონს თავდაცვის მდივნის ავადმყოფობის დამალვაში ადანაშაულებენ

ლოიდ ოსტინი
Reuters

პენტაგონს აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მძიმედ ავადმყოფობის დამალვაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი ოთხი დღის მანძილზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. 

ლოიდ ოსტინის ოფისის სპიკერის, ქეითლინ ჰიქსის თქმით, ოსტინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პირველ იანვარს მოხვდა გართულებების გამო, რაც არაგადაუდებელ სამედიცინო პროცედურას მოჰყვა. აშშ-ს თავდაცვის მდივნის ჰოსპიტალიზაცია დაემთხვა წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმებს და რუსეთის შორი მანძილის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაზე, რის გამოც, ოსტინის ავადმყოფობის ინფორმაციის დამალვამ უკმაყოფილება გამოიწვია. პენტაგონი საჯაროდ გააკრიტიკა პენტაგონის პრესის ასოციაციამ.

ჰიქსის ცნობით, ლოიდ ოსტინი ახლა მზადაა სრულყოფილად შეასრულოს თავდაცვის მდივნის მოვალეობები. 

კომენტარები