გერმანია

გერმანიაში საავადმყოფოში ხანძარს ოთხი პაციენტი ემსხვერპლა

ALAMY

გერმანიის ჩრდილოეთში, უელცენის ოლქში ხანძარს ოთხი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი 4 იანვარს უელცენში ჰელიოსის კლინიკაში ადგილობრივი დროით 22:45-ზე გაჩნდა. ჰელიოსის კლინიკა ჰანოვერის სამედიცინო სკოლის სასწავლო ჰოსპიტალია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა დამწვრობების სერიოზულობის გამო შესაძლოა გაიზარდოს. 

ხანძრის ჩასაქრობად 140 მეხანძრე, მათ შორის მეზობელი რაიონების ბრიგადები, მუშაობდნენ. უელცენის პოლიცია ამჟამად ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს. პოლიციის ცნობით, შენობიდან ხალხის ხმა ისმოდა, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. 

კომენტარები