რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი: თუ ჩემს ოჯახსა და ცხენებს სანქციებს მოხსნიან, უკრაინელ ტყვეებს გავათავისუფლებთ

Telegram/Kadyrov_95

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, 20 უკრაინელი სამხედრო ტყვეს გაათავისუფლებს, თუ აშშ მის ნათესავებსა და ცხენებს სანქციებს მოხსნის. კადიროვმა ამის შესახებ განცხადება ძალოვან სტრუქტურათა წარმომადგენლების ფორმირებისას გააკეთა. 

"ჩვენი სტუმრისთვის [სკოტ რიტერისთვის] არის საინტერესო შეთავაზება. გვყავს ტყვეები, რომლებიც დონეცკში, ლუგანსკში ავიყვანეთ. ჩვენს სტუმარს გადავცემ [მათ სიას]. თუ ისინი სანქციებს მოხსნიან დედაჩემს, ჩემს ქალიშვილებს, სრულად უდანაშაულო ხალხს, ცხენებს, [...] გარდა ჩემი თავისა. კიდევ დაამატონ ცოტ-ცოტა სანქციები ჩემს წინააღმდეგაც, მაშინ ამ ადამიანებს გადავცემთ". - თქვა კადიროვმა.

რუსული გამოცემა РИА Новости-ის მიხედვით, კადიროვმა სამხედრო ტყვეების სია გაეროს ყოფილ ინსპექტორსა და პოლიტიკურ ექსპერტ სკოტ რიტერს გადასცა, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა. გამოცემა წერს, რომ სიის გადაცემის პარალელურად რიტერს ვიდეო აჩვენეს, რომელშიც 20 უკრაინელი ტყვე კადიროვის ოჯახის წევრებზე, ცხენებსა და თვითმფრინავებზე სანქციების მოხსნას ითხოვდა, რათა სახლში დაბრუნებულიყვნენ. 

კომენტარები