ევროკავშირი

ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო პაქტის ფარგლებში პოლონეთი არცერთ მიგრანტს მიიღებს – ტუსკი

დონალდ ტუსკი
Focus.ua

პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 3 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთის ახალი მთავრობა უარს იტყვის ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო შეთანხმების ფარგლებში მიგრანტების მიღებაზე.

"ჩვენ ერთ მიგრანტსაც არ მივიღებთ", ამბობს ტუსკი, "პოლონეთი მსგავსი მექანიზმის წევრი არასდროს იქნება".

ტუსკის თქმით, "პოლონეთის მთავრობის პოზიციაა, რომ ჩვენ არ მივიღებთ არანაირ იძულებით მექანიზმს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი მსგავსი მექანიზმის ფარგლებში არალეგალ მიგრანტებს არ მიიღებს".

20 დეკემბერს ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ლტოლვილებისა და მიგრანტების მიღებაზე არსებული კანონმდებლობა ძირფესვიანად შეიცვალოს. მიღწეული შეთანხმება ლტოლვილთა მიღების პროცედურებს, სასაზღვრო კონტროლსა და მიგრანტებისთვის ქვეყნების შეცვლის გეგმას ეხებოდა.

მანამდე, პოლონეთის წინა მთავრობა მკვეთრად შეეწინააღმდეგა მიგრანტებისთვის ქვეყნის გამოცვლის მექანიზმს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პერიფერიებზე მყოფი ქვეყნებიდან მიგრანტებს მიიღებენ ან ამის ნაცვლად "სოლიდარობის გადასახადს" გადაიხდიან.

კომენტარები