აფეთქება ირანში

ირანში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, დაშავებულია 211

განახლებული მონაცემებით, ირანში მომხდარ ორ აფეთქებას, სულ მცირე, 95 ადამიანი ემსხვერპლა, 211 დაშავებულია, 27 კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. IRNA-ს ცნობით, პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.

ირანის უმაღლესი ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აფეთქებებს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა, რომელსაც "სასტიკი პასუხი" გაეცემა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტებმა დისტანციურად ააფეთქეს.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ყასემ სოლეიმანი აშშ-ს საჰაერო იერიშის შედეგად 2020 წელს მოკლეს.

კომენტარები