რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაზე მასშტაბური იერიშის შემდეგ, ბელგოროდი სამჯერ დაიბომბა

ბელგოროდში აფეთქებების შედეგი

2 იანვარს, გასულ საათებში უკრაინაზე მიტანილი მასობრივი დარტყმების შემდეგ ბელგოროდი სამჯერ დაიბომბა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათ Вільха-ს ტიპის 17 რაკეტა ჩამოაგდეს. პირველი იერიშის შემდეგ ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გალდკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ დაზიანდა სავაჭრო დაწესებულება და რამდენიმე მანქანა, დაშავდა ერთი კაცი, მეორე თავდასხმის დროს კი ერთი ქალი. მესამე თავდასხმის შემდეგ, გლადკოვის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 7 ადამიანი.

აქამდე, გასულ ღამეს რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვსა და კიევზე. დარტყმების ფარგლებში 100-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს. იერიშების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბური იერიშები მიაქვს. თავდაპირველად, ბოლო პერიოდში უდიდესი დარტყმები 30 დეკემბრის გამთენიისას მიიტანა. მცირე ხნის შემდეგ, უკრაინამ რუსეთს ბელგოროდზე საპასუხო დარტყმებით უპასუხა. რუსეთის ინფორმაციით, ამ იერიშების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. რაკეტები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. როგორც უკრაინულ მედიასთან თავდაცვის წყაროები ამბობდნენ, ეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მუშაობის შედეგი იყო. ბელგოროდზე იერიშს რუსეთის დარტყმები მოჰყვა ხარკოვსა და სხვა რეგიონებზე.

კომენტარები