ისრაელი

ისრაელის უზენაესი სასამართლო აუქმებს სასამართლო რეფორმებს

DEBBIE HILL/Pool via REUTERS

ისრაელის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გააუქმეს სასამართლო რეფორმები, რომლებიც ზღუდავდა უზენაეს სასამართლოს და მთავრობას უფრო მეტ უფლებას ანიჭებდა მოსამართლეების დანიშვნაში.

კერძოდ უქმდება სასამართლო რეფორმის საკვანძო პუნქტი, ე.წ. "გონივრული კანონი", რომელიც უზენაეს სასამართლოსა და ისრაელის ქვედა სასამართლოებს უზღუდავდა მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების უფლებამოსილებას.

2023 წელს ისრაელის მემარჯვენე მთავრობამ პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ახალი გეგმა წარადგინა, რომლის ფარგლებში პარლამენტს უფლებამოსილება ეზრდებოდა. კერძოდ, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილებით ისარგებლებდა, ხოლო მთავრობას მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე მეტი კონტროლი ექნებოდა.

აღნიშნული რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი რამდენიმე თვე გაგრძელდა. კოალიციურმა ხელისუფლებამ რეფორმის კანონპროექტი 2023 წლის ივლისში მიიღო, რის შედეგადაც პროტესტმა უფრო აქტიური სახე მიიღო და ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა.

კომენტარები