ბიძინა ივანიშვილი

ღარიბაშვილი: ბატონი ბიძინას როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა

ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა 2012 წელს პოლიტიკაში, მე მგონი, დღეს არცერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შეიძლება საერთოდ აღარ გვქონოდა. რა თქმა უნდა, 2012 წელს წინა მჩაგვრელი კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად განადგურებას ჩვენი ქვეყნის. შეიძლება დაგვეკარგა სუვერენიტეტი [...] ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა [...]

ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი, რა თქმა უნდა, არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. მინიმუმ, მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში [...]

ადვილი საპროგნოზოა ის, რომ ქართულ ოცნებას არჩევნებში გარანტირებულად ძალიან მაღალი შედეგი ექნება და ჩვენი პრეტენზია და მიზანია, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. 

თქვა პრემიერმინიტრსმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის "პოლიტიკაში დაბრუნების" შესახებ.

კომენტარები