ცოლის დაჭრა

ქარელში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. ქალს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები