რუსეთი-სომხეთი

ლავროვი: სომხეთი რუსეთთან ალიანსის დასავლეთის ბუნდოვანი დაპირებებით ჩანაცვლებას ცდილობს

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ სომხეთი ცდილობს რუსეთთან ალიანსი დასავლეთის ბუნდოვანი დაპირებებით ჩაანაცვლოს

"სამწუხაროდ, ოფიციალური ერევანი წამოეგო დასავლეთის დაპირებებზე, ეს მათი მცდელობაა, რომ შეცვალონ საგარეო პოლიტიკის მიმართულება. ეს არის მოსკოვთან დროით დატესტილი ალიანსის გაცვლა დასავლეთის არათუ კონკრეტულ დახმარებაზე, არამედ ბუნდოვან დაპირებებზე" - თქვა სერგეი ლავროვმა. 

ლავროვის თქმით, სომხეთი ამ სტრატეგიულ ცვლილებაში რუსეთის დადანაშაულებას ცდილობს, რათა გაამართლოს თავისი არასწორი პოლიტიკა, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის დაკარგვა. მან ასევე დაამატა, რომ სომხეთი ისევ რჩება რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა TACC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

კომენტარები