სამედიცინო კანაფი

უკრაინის უმაღლესმა რადამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ. კანონპროექტს მხარი 248-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტის წინააღმდეგ კი ხმა პეტრო პოროშენკოს პარტიის, ევროპული სოლიდარობისა და იულია ტიმოშენკოს ბატკივშინას დეპუტატებმა მისცეს.

კანონპროექტი კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში დაუშვებს. მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება და გავრცელება კვლავ დანაშაულად რჩება.

სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პრეპარატების მიღება კი მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით იქნება შესაძლებელი.

კანონი მისი გამოქვეყნებიდან 6 თვეში ამოქმედდება. ინიციატივას ხელი უმაღლესი რადას სპიკერმა და ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწერონ.

კომენტარები