სამედიცინო კანაფი

კანაფი ტაილანდის ახალი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

Reuters

სამედიცინო კანაფის ინდუსტრია ტაილანდის ახალი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

პრემიერ მინისტრის პრაიუთ ჩან-ოჩა პარტიის ბუმიაიტაის მთავარი მიზანი და მოთხოვნა სამედიცინო კანაფის წარმოება იყო. მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 25 ივლისს ეროვნულ ასამბლეაზე სამეციდინო კანაფის მოყვანის როლი კვლავ განიხილება.

“კანაფის ტექონოლოგიის განვითარება უნდა მოხმარდეს სამედიცინოს სფეროსაც, რის შედეგადაც მოსახლეობის შემოსავლები გაიზრდება”- წერია სადაზღვევო დოკუმენტში.

ჯანდაცვის მინისტრის ანუტინ ჩარნვიკარულის განცხადებით, მთელი ტაილანდის მასშტაბით კანაფის მოყვანა ქვეყნის ბიუჯეტზე დადებითად აისახება, მისივე თქმით, მთავარ პრობლემას კანაბიდიოლის აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოღება წარმოადგენდა. კანაბიოდიოლი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არაა, ის სასარგებლოა ისეთი დაავადებების მკურნალობის დროს, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონის დაავადება, ფსიქოზი და სიმსივნე.

2016 წლის აგვისტოში ტაილანდის მთავრობამ დეკრიმინალიზაცია განიხილა, რის შემდეგაც კანონმდებლობა შეიცვალა და ფერმერებს კანაფის მოყვანის უფლება მიეცათ.

2018 წლის დეკემბერში ტაილანდის ეროვნულმა ასამბლეამ სამედიცინო მიზნით კანაფის გამოყენებას, შენახვას, წარმოებას, ექსპორტსა და იმპორტს მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოხმარება დაუშვეს.

კომენტარები