ქართული ოცნება

სარჯველაძე: საქართველოს უმრავლესობისთვის ივანიშვილი უზარმაზარი პატივისცემის ადრესატია

ქართული ოცნება შემდგარი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ნებისმიერ არჩევნებზე დამოუკიდებლად პოზიციონირებას შეძლებს - და ბოლო წლების განმავლობაში, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. მე ჩვენს პარტიაში ადამიანი არ მეგულება, ვისთვისაც ის უზარმაზარი პატივისცემის ადრესატი არ იყოს - ასე არის საქართველოს უმრავლესობისთვისაც. 

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიისთვის დახმარების გაწევას ეხებოდა.

კომენტარები