ფინანსური დანაშაული

ფიქტიურად დაასაქმეს 111 ორსული ქალი, მიითვისეს 111 000 ლარის ფულადი დახმარება - საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძოებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს ცნობით, ორგანიზებული ჯგუფი 2020-2022 წლებში წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, გაურიგდა 111 ორსულ ქალს, ფიქტიურად დაასაქმა ისინი და მიითვისეს მათთვის დეკრეტული შვებულებით გათვალისწინებული ფულადი დახმარება, ჯამში 111 000 ლარის ოდენობის.

უწყების თქმით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი რაოდენობის თანხის დაუფლების მიზნით ბრალი წარედგინა ექვს პირს. აქედან 4 მეწარმე სუბიექტია, 2 - კომპანიის ბუღალტერი.

"ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით". - წერია საგამოძიებოს განცხადებაში.

კომენტარები