კახა კალაძე

კალაძე: თბილისი, ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის იქნება მშვიდობის ქალაქი

მეგობრებო, რაც გინდა სწორი მენეჯმენტით მართო ქალაქი, განვითარება და წინსვლა არის იქ, სადაც მშვიდობაა. მშვიდობა ის მთავარი ფუნდამენტია, რასაც ეფუძნება ყველა სხვა სიკეთე.

მე მახსოვს ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დარბაზში, რამდენი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ საახალწლო სურვილად და სლოგანად ვაქცეით - მშვიდობა. გვახსოვს, ასევე საახალწლო ნაძვის ხეზე სამგლოვიარო შავი ლენტები, სადაც ჩვენი პატარები ზეიმობდნენ; აგრესიული კამპანია ოპოზიციური სატელევიზიო ეთერებით და ა.შ. და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, თბილისი, არა მხოლოდ წელს, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება მშვიდობის ქალაქი.

თბილისი თავისი კულტურით, ტრადიციებით, მრავალფეროვნებით ევროპული ქალაქია, ახლა კი დროა, იგი ევროპული დედაქალაქების რუკაზეც აისახოს.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები