EU-საქართველო

ჰერჩინსკი: რამდენიმე დღეში, ვიტყოდი რამდენიმე საათში, ბრიუსელში ისტორიული შეხვედრა გვექნება

რამდენიმე დღეში, უფრო სწორად რამდენიმე საათში, ჩვენ გვექნება ისტორიული შეხვედრა ბრიუსელში. ევროკავშირის 27 ლიდერი მიიღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ. მე მოხარული და ამაყი ვარ, რომ 8 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ ძალიან ნათლად გაუწია რეკომენდაცია, რომ დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან ევროპული კომისიის რეკომენდაციებს. როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირში ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები ერთსულოვნად მიიღება. ერთსულოვნება ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი თითოეული სახელმწიფო უნდა იყოს თანახმა. ერთსულოვნება არაა მარტივი, ეს ძალიან მაღალი თამასაა. მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი სასარგებლო შედეგებს მოგვიტანს და 27-ვე წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციებს. თქვენი ხმა გაგონილია ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს დედაქალაქში. 

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სასახლეში. 

კომენტარები