პოლონეთი

პოლონეთის სეიმის დეპუტატმა ცეცხლმქრობით ჰანუკას სანთლები ჩააქრო [VIDEO]

პოლონეთის პარლამენტის მემარჯვენე რადიკალმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა, რომელიც პარტია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონფედერაციის წევრია, ცეცხლმქრობით სეიმში ებრაული, დღესასწაულის ჰანუკას სანთლები ჩააქრო

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად ჩაიშალა საპარლამენტო პროცედურა, რომელიც დონალდ ტუსკის ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ კენჭისყრას ეხებოდა. 

ამასთან, ტუსკმა შემთხვევას "სამარცხვინო" უწოდა. 

"ეს მიუღებელია. ეს აღარ შეიძლება განმეორდეს" - თქვა მან.

ტუსკის გარდა, სეიმის სპიკერმა, შიმონ ჰოლოვნიამაც დაგმო ბრაუნის ქმედება.

"არავითარი შემწყნარებლობა არ იქნება რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის მიმართ... სანამ მე ვიქნები პარლამენტის თავმჯდომარე". - თქვა ჰოლოვნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები