არგენტინა

Reuters: არგენტინა ხავიერ მილეის პრეზიდენტობისას პარიზის შეთანხმების ერთგული დარჩება

REUTERS/Agustin Marcarian/File Photo

Reuters-ის ინფორმაციით, არგენტინა ხავიერ მილეის პრეიდენტობისას პარიზის შეთანხმების ერთგული დარჩება, მიუხედავად მისი ძველი განცხადებებისა კლიმატის ცვლილების შესახებ. ამ ინფორმაციას კლიმატის მიმართულებით მომუშავე დიპლომატი მარსია ლავაჯი ავრცელებს

მარსია ლავაჯიმ თქვა, რომ მას ახალი მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს. დუბაიში COP28-ის სამიტზე, სადაც კლიმატის ცვლილება განიხილებბოდა, არგენტინის წარმომადგენელი სწორედ ლავაჯი იყო. ის დუბაიში კვირას, 10 დეკემბერს ჩავიდა, როდესაც არგენტინაში ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობდა. 

"მილეი ლიბერალია, ის ლიბერტარიანელია, მას ბაზრის ძალების სჯერა და ბაზარი მოითხოვს კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებას" - თქვა მარსია ლავაჯიმ. 

ლავაჯის თქმით, არგენტინა ასევე ინარჩუნებს მის მიზანს, რომ 2050 წელს გამონაბოლქვი ნულს გაუტოლდეს. დიპლომატმა ასევე დაამატა, რომ ის დადებითად გაკვირვებული იყო, როცა მას არგენტინის ახალმა მთავრობამ კლიმატის სამიტზე არგენტინის წარმომადგენლობა შესთავაზა. 

კომენტარები