ბერლინალე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ლუპიტა ნიონგო იქნება

ლუპიტა ნიონგო
Gilbert Carrasquillo/Getty Images

2024 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წარმოშობით კენიელი მექსიკელი მსახიობი ლუპიტა ნიონგო იქნება.

"ნიონგო ასახიერებს იმას, რაც კინოში გვიყვარს: უნივერსალურობას, სხვადასხვა აუდიტორიაზე ზემოქმედებას და ერთი იდეის ერთგულებას, რომელიც მის გმირებში იკითხება". – წერია ფესტივალის განცხადებაში.

ნიონგო მექსიკაში დაიბადა და კენიაში გაიზარდა, მისი მამა კენიელი პოლიტიკოსი პიტერ ანიანგ ნიონგოა. უმაღლესი განათლება მომავალმა მსახიობმა აშშ-ში მიიღო, აქვე დაიწყო მისი კარიერაც, მიუხედავად ამისა ნიონგო დღემდე კენიისა და მექსიკის მოქალაქეა. 2013 წელს მსახიობმა ფილმ 12 Years of Slave-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი მიიღო. არის ემის მფლობელი, ასევე ტონისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი.

ბერლინალეს პროგრამა ამ ეტაპზე უცნობია. გასულ წელს ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი იყო. 

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2024 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები