ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, არც ირანს და არც ისრაელს ორი სახელმწიფოს პრინციპის არ სჯერათ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი

11 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა დოჰაში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე თქვა, რომ ერთადერთი, რასაც ირანი და ისრაელი იზიარებენ ისაა, რომ არცერთს არ სჯერა ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის გადაწყვეტის.

გარდა ამისა, ფორუმის მიმდინარეობისას ამირ-აბდოლაჰიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ირანის წინადადება, რომ პალესტინის ბედის გადასაწყვეტად უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი მხოლოდ მათი მონაწილეობით, ვინც ამ ტერიტორიაზე 1948 წლამდე, ანუ ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდე ცხოვრობდა.

ქვეყნების უმეტესობა საჯაროდ უჭერს მხარს კონფლიქტის გადასაჭრელად ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს შექმნას.

კომენტარები