რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: გავანადგურეთ 18 დრონი და 8 ბალისტიკური რაკეტა

Pravda.uk

11 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 დრონი და 8 ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.

"საჰაერო თავდაცვის ზონაში Юг მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია. ისინი ყირიმიდან გამოუშვეს, დრონების უმეტესობა ნიკოლევის თავზეა ჩამოგდებული". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს კიევის ოლქზე, რომლებიც დიდი ალბათობით ბრიანსკის ოლქიდან იყო ნასროლი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.  

კომენტარები