ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენმა კონგრესის გვერდის ავლით ისრაელისთვის 14 000 ჭურვის გაგზავნის ნებართვა გასცა

 REUTERS/Leah Millis

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო გარემოებაში მინიჭებული უფლებამოსილებით, კონგრესის გვერდის ავლით, ისრაელისთვის 14 000 სატანკო ჭურვის მიყიდვის განკარგულება გასცა.

პენტაგონის განცხადებით, 8 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელში $106.5 მილიონი ღირებულების სატანკო ჭურვების დაუყოვნებლივ გასაგზავნად საგანგებო დეკლარაცია გამოიყენა.

აღნიშნული სამხედრო დახმარება ისრაელის მიერ ჭურვების შესყიდვის უფრო დიდი პაკეტის ნაწილია, რომელიც გამოცემა Reuters-ის ცნობით, $500 მილიონიანი ღირებულებისაა და ისრაელის მერკავებისთვის 45 000 სატანკო ჭურვს შეიცავს.

გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის გამოეხმაურა. მისი თქმით, "ისრაელი ამჟამად ჰამასთან ომშია და ჩვენ გვინდა, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რათა ჰამასის წინააღმდეგ თავის დაცვა შეძლოს".

ამასთანავე, CNN-სა და ABC-სთან ინტერვიუში ბლინკენმა კონგრესს მოუწოდა, მიიღოს პრეზიდენტი ბაიდენის მიერ ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოთხოვნილი $106 მილიარდიანი დაფინანსების გეგმა.

კომენტარები