ბულგარეთი

ბულგარეთის პარლამენტმა კიევისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

eu-defence.ua

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის უსასყიდლო გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 162-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 55 წავიდა. 

4 დეკემბერს ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო ბულგარეთისა და უკრაინის შეთანხმებას უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდების საკითხზე. შესაბამისად, კანონი განსახილველად პარლამენტს ხელახლა დაუბრუნდა. 

აქამდე რუმენ რადევი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და მას ბულგარეთში პრორუსული პოლიტიკის გატარებაში სდებენ ბრალს. ბულგარეთის მთავრობა, პრემიერმინისტრ ნიკოლაი დენკოვის მეთაურობით, უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. 

ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა 8 აგვისტოს სოფიაში და 13 ნოემბერს კიევში ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს შორის. 22 ნოემბერს ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ბულგარეთის პარლამენტმა. შეთანხმება გულისხმობს ბულგარეთის კუთვნილი 100 ჯავშანტრანსპორტიორის უსასყიდლოდ გადაცემას უკრაინისთვის შესაბამის დამატებით ნაწილებთან ერთად. 

კომენტარები