ბულგარეთი

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი რადევის პარტიამ გაიმარჯვა

რუმენ რადევი 2026 წლის 19 აპრილს საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ სოფიაში, ბულგარეთში  
AP  

ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, პრორუსმა რუმენ რადევმა გაიმარჯვა.

ხმების 91.7% დათვლილია. ამ მონაცემების მიხედვით, რადევის პარტია პროგრესული ბულგარეთი 44.7%-ით ლიდერობს. მას მოსდევს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია GERB 13.4%-ით და პროევროპული კოალიცია ვაგრძელებთ ცვლილებებს 13.2%-ით

ეს ბულგარეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმა პარტიამ აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

რადევი რუსეთთან "პრაქტიკული ურთიერთობის" გაღრმავების მომხრეა. ის ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაში იარაღის გაგზავნას, თუმცა, ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირის პაკეტების დასაბლოკად ქვეყნის ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს.

2026 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბულგარეთში ჩატარებული უკვე მერვე საპარლამენტო არჩევნები იყო.

2025 წლის დეკემბერში ბულგარეთის წინა მთავრობა ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ გამართული აქციების ფონზე გადადგა. იანვარში თანამდებობა დატოვა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმაც.

1-ელი იანვრიდან ბულგარეთი ევროზონაში შევიდა. ამას წინ უძღოდა არასტაბილური პოლიტიკური გარემო - პარტიებს უჭირდათ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება.

 
 

კომენტარები