გერმანია

საქსონიის მიწამ გერმანული პარტია AfD ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

Sachelle Babbar/ZUMAPRESS/picture alliance

გერმანიაში საქსონიის მიწამ ულტრა-მემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის - AfD ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ კონსტიტუციის დაცვის სახელმწიფო ოფისმა 8 დეკემბერს გაავრცელა. 

საქსონია არაა გერმანიის პირველი მიწა, რომელმაც AfD ექსტრემისტულ ჯგუფად გამოაცხადა. აქამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო თურინგიამ და საქსონია-ანჰალტმა. 

"აღარაა არანაირი ეჭვი საქსონიაში ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაცია AfD-ზე" - თქვა კონსტიტუციის დაცვის სახელმწიფო ოფისის პრეზიდენტმა მარტინ კრისტიანმა. 

AfD-ის საქსონიის შტოზე სახელმწიფო გამოძიება უკვე 4 წელია მიმდინარეობს. 2019 წლის არჩევნებზე პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის 27.5% აიღო. 

კომენტარები